„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი”, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 45 პაციენტიდან 18 თბილისში მკურნალობდა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.