წინასაახალწლო პერიოდში „კოლორ ჯგუფმა“ და „ფავორიტმა“ სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწობისთვის სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სხვადასხვა მომსახურებაზე სპეციალურ ფასებს მოიცავს.
15 დეკემბრამდე შეკვეთის შემთხვევაში, პაკეტის შემადგენლობა ასეთია:
· დიზაინის 600-ლარიანი სტარტაპ პაკეტი: ლოგოს დამზადება, 5 ფოტო და შეფუთვის საწყისი დიზაინის ვერსია;
· 30%-იანი ფასდაკლება რბილი შეფუთვის ბეჭდურ მომსახურებაზე (ერთჯერადად);
· კრეატიული შეფუთვების წარმოების შემთხვევაში მედია მხარდაჭერა შესაბამისი კონტენტით შემდეგი ვებ-გვერდებისგან: IPN.ge; BPN.ge და Gemrielia.ge.
„კოლორ ჯგუფის“ შეფუთვების გაყიდვების აღმასრულებელი მარიამ მუხიგული განმარტავს, რომ კომპანიას აღნიშნული პროექტით სურს, დაამსხვრიოს ის სტერეოტიპი, რომ ახალი ბრენდის შესაქმნელად საჭიროა დიდი რაოდენობით შეფუთვებისა და ეტიკეტების დამზადება და დამატებითი ხარჯების გაწევა.
„თუ აქამდე შეფუთვის დიდი რაოდენობით წარმოება იყო აუცილებელი, რომელიც ჯდებოდა ათასობით ლარი, ახლა შესაძლებელია მცირე ტირაჟებით ბეჭდვა, რაც რამდენიმე ასეულ ლარს შეიძლება შეადგენდეს.
HP-ს ტექნოლოგიების დახმარებით, მცირე ბიზნესებს და სტარტაპებს ვაძლევთ საშუალებას, ბიზნესის დაწყებით ეტაპზე აწარმოონ მცირე რაოდენობით პროდუქცია და ამით დაზოგონ თანხა, როგორც შეფუთვების თვეობით დასაწყობებაში, ასევე დამატებითი ხარჯების გაწევაში. ბენეფიტიც სწორედ ეს არის: დამწყებ კომპანიებს ახალი პროდუქტის დამზადებისას დიდი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ“, - განმარტავს მარიამ მუხიგული.
„კოლორ ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე წლებია, წარმატებით ოპერირებს. კომპანიამ მარტივად და სწრაფად აუწყო ფეხი მსოფლიო ტენდენციებს ბეჭდვაში და ახალი ტექნოლოგიები დანერგა. „კოლორ ჯგუფი“ მუშაობს როგორც მსხვილი და მასშტაბური, ისე მცირე საწარმოების შეკვეთებზე. თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის საბეჭდი მასალები კი საშუალებას აძლევს, მუდმივად მოთხოვნადი იყოს.
მარიამ მუხიგულის თქმით, ამჯერადაც, „კოლორ ჯგუფი“ და „ფავორიტი“ მცირე მეწარმეებსა და სტარტაპებს ფერების რაოდენობასა და დიზაინის მრავალფეროვნებაში არ ზღუდავს. მათ საშუალება აქვთ, საახალწლო გაყიდვებისთვის მაქსიმალურად სრულყოფილად მოემზადონ და „კოლორ ჯგუფის“ დიზაინერთა გუნდთან ერთად მიმზიდველი და ინოვაციური შეფუთვები შექმნან.
„ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში მცირე მეწარმეებსა და სტარტაპისთვის შევქმენით დიზაინის სპეციალური პაკეტი, რაც მოიცავს 600-ლარიან მომსახურებას, ლოგოს დამზადებაზე, ფოტო გადაღებაზე და საწყისი დიზაინის შექმნაზე შეფუთვისათვის. თუ აქამდე ბრენდის კონცეფციის შესაქმნელად და სოციალური მედიისთვის საწყისი ფოტოგადაღებისთვის ჯამში მინიმუმ 5000 ლარი უნდა გადაეხადათ მცირე ბიზნესებს, ჩვენ ამ პაკეტს 600 ლარად ვთავაზობთ, რაც მნიშვნელოვნად აიაფებს ბიზნესის საწყის ეტაპს. ჩვენი დახმარებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ ნებისმიერი იდეა, შექმნან განსხვავებული და ინდივიდუალური ვიზუალები. მაღალი ხარისხით დამზადებული ორიგინალური შეფუთვა, ყოველთვის მუშაობს, მომხმარებლის ყურადღებას იქცევს და შესაბამისად, ცნობადობაც იზრდება.
„კოლორ ჯგუფის“ შეფუთვების გაყიდვების აღმასრულებელი აღნიშნავს, რომ შეფუთვების დიზაინის შერჩევისას აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს ხარისხსა და ფერებზე.
„როდესაც მკაფიოა ვიზუალი, კითხვადია პროდუქტის სახეობა და ფერებიც გემოვნებით არის ერთმანეთთან შეხამებული, ვფიქრობ, რომ მომხმარებელი ასეთ პროდუქტს უყურადღებოდ არ დატოვებს“, - აღნიშნავს ის.
აღსანიშნავია, რომ „კოლორ ჯგუფის“ დახმარებით სტარტაპებსა და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მცირე ტირაჟით გამოშვებული პროდუქცია მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით გატესტონ და მასშტაბურ ტირაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ.