2021 წელს ლარი დოლართან 5%-ით გამყარდება - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა.

საბაზისო სცენარის მიხედვით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა სოლიდური იქნება. სწორედ ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით კი მოსალოდნელია სავალუტო ნაკადების აღდგენა, რის გამოც 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 5%-ით, ხოლო 2022 წელს ეროვნული ვალუტა დამატებით კიდევ 5%-ით გამყარდება.

პესიმისტური სცენარის მიხედვით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში რეცესია გაგრძელდება, ასევე იქნება დაძაბული პოლიტიკური ვითარება რეგიონში, რის გამოც ლარი 20%-ით გაუფასურდება, ხოლო 2022 წლიდან ეკონომიკური გაჯანსაღების პირობებში 5%-ით გამყარდება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ლარის კურსმა დოლართან გაუფასურება დაიწყო და უკანასკნელი კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,28 ლარიდან 3,40 ლარის ფარგლებში ივაჭრება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე