ჰოკეის პროფესიონალი მოთამაშე კანადიდან - ვინ არის Moderna-ს დამფუძნებელი, რომელმაც COVID19-ის ვაქცინა შექმნა

Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ, მეორე რეზონანსული შედეგის მქონე კომპანია Moderna აღმოჩნდა. Moderna-ს ვაქცინა ეფექტურია 94,5% -ით.

Moderna

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში მდებარეობს, ძირითადად ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე მუშაობს.

კომპანია 2010 წელს, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგმა, დერიკ როსმა მისი ინოვაციური მეთოდის კომერციალიზაციისთვის დააფუძნა. როსმა შეიმუშავა mRNA– ს შეცვლის მეთოდი.

დერიკ როსი 1966 წლის 5 თებერვალს, კანადაში დაიბადა. იგი მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა. დერეკ როსის მამა, ფრედ როსი, 50 წლის განმავლობაში ავტომობილების მაღაზიაში მუშაობდა. მის დედას, აგნესს, საცხობი ჰქონდა გახსნილი. საშუალო სკოლაზე მეტი განათლება არც ერთ მშობელს არ ჰქონდა, თუმცა, მათ კარგად იცოდნენ, რომ შვილისთვის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლებოდა მათ მიეცათ, განათლება იყო.

დერიკის მშობლები მალტიდან კანადაში მიგრირებული ახალგაზრდები იყვენ. საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდა წყვილმა კანადაში ხუთი შვილი გაზარდა. დერიკი და-ძმებისგან ხასიათით გამოირჩეოდა. ხმაურიან ოჯახში დაბადებულ როსს, სიმშვიდე და მარტო ყოფნა ხიბლავდა. იგი “სუპერ“ მონაცემების მქონე სტუდენტი იყო.

მოლეკულური ბიოლოგიისადმი სიყვარული მას მასწავლებელმა, დოქტორ ნორმან ბეთუნმა გაუღვიძა.

”როგორც კი გავიგე მოლეკულური ბიოლოგიის შესახებ, მაშინვე ვიცოდი, ჩემი პროფესია რა მინდოდა ყოფილიყო”, - ამბობს როსი.

ტორონტოს უნივერსიტეტის შემდეგ, როსი სასწავლებლად ჰელსინკში გაემგზავრა, სადაც მომავალი მეუღლე, ნინა კორსიისარი გაიცნო. შემდეგ იყო გაჩერებები ტეხასში და სტენფორდში, სანამ როსი 2007 წელს, ჰარვარდში დარჩა.

2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, მიკრო ბიოლოგიაში ახალი აღმოჩენა გააკეთა. მისი აღმოჩენის თანაინვესტირებისთვის კოლეჯის წევრებს - ტიმ სპრინგერს, კენეტ ჩიენს, ბობ ლენჯერს და Flagship Ventures- ს მიმართა. ყველაფერი აქედან დაიწყო.

2011 წელს Flagship Ventures- ის გენერალურმა დირექტორმა, ნუბარ აფეიანმა მათ მიერ წამოწყებულ საქმეში ჩართო ევროპაში ფარმაცევტების გაყიდვებისა და ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანცელი. იგი Moderna- ს 19.5% -ს ფლობდა და იყო ყველაზე მსხვილი აქციონერი. სტეფან ბანცელი აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

2013 წლის მარტში, Moderna- მ და AstraZeneca- მ ხელი მოაწერეს ხუთწლიან ექსკლუზიურ ხელშეკრულებას mRNA- ს აღმოჩენის, შემუშავებისა და კომერციალიზაციისთვის გულსისხლძარღვთა, მეტაბოლური და თირკმელების დაავადებების ამპეტურ უბნებში მკურნალობისთვის.

ხელშეკრულება მოიცავდა 240 მილიონი აშშ დოლარის წინასწარ გადახდას Moderna– სთვის, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწყისი გადასახადი ფარმაცევტული ინდუსტრიის სალიცენზიო გარიგებაში.

”ჩვენ ადამიანები, ფუტკრებივით მშრომელები ვართ. ყველა უნდა იყოს დასაქმებული, მათ აქვთ ოჯახი და მათ სურთ თავიანთი ოჯახები უზრუნველყონ. მე მიყვარს მეცნიერება. ვაპირებ სწავლა გავაგრძელო და მეცნიერებაზე, ბიოლოგიაზე უფრო მეტი ვიკითხო. უცხო ადამიანისთვის ძალიან ცივი და არაკომფორტული ადამიანი ვჩანვარ, მაგრამ ეს არ გამსაზღვრავს მე. მე მხოლოდ ის შედეგი განმსაზღვრავს, რასაც მსოფლიოს დავუტოვებ“- აცხადებდა როსი კარიერის დასაწყისში ჟურნალისტთან.

2018 წლის დეკემბერში Moderna გახდა უმსხვილესი ბიოტექნოლოგიური კომპანია ისტორიაში 7,5 მილიარდი დოლარის ღირებულებით. კომპანიამ დაარსებიდან 2019 წლამდე 1,5 მილიარდი დოლარი დააგროვა.

2020 წლის იანვარში, Moderna-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა SARS-CoV-2– ის ვაქცინა, სახელად “mRNA-1273“ და შესწევს უნარი სხვა ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა Gilead Sciences, Vaxart, Inovio Pharmaceuticals და Novavax, კონკურეცია გაუწიოს.

2020 წლის მარტში აშშ – ს ბიოსამედიცინო დამატებითი კვლევისა და განვითარების სააგენტომ (BARDA) გამოყო 483 მილიონი დოლარი მოდერნის ვაქცინის შემუშავებისთვის.

ვაქცინაციის პროცესში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 4 კვირის განმავლობაში პრეპარატი ორჯერ გაუკეთეს. აცრის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა.

დერიკ როსის ოჯახი

დერიკ როსი მის სიყვარულს ჰელსიკში შეხვდა. სტუდენტობისას გაცნობილი ნინა კორსისაარი მისი ცხოვრების მეგზურიც აღმოჩდა.

ცნობილია, რომ როსს ჰოკეი ძალიან უყვარს და თითქმის პროფესიონალურად კთამაშობს. მისი სიყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ ოჯახსაც გადაედო. 52 წლის მეცნიერი ოჯახთა ერთად კანადაში ცხოვრობს. ჰყავს სამი ქალიშვილი - ინკა, ლუმი და ოონა.

derek-1605604028.jpg

(ფოტოზე - ოჯახური ჰოკეის გუნდის ფოტო “Squam Lake“- ზე. სურათზეა როსი, მეუღლე ნინა კორსისაარი და შვილები)

ეფექტურობის მოულოდნელად მაღალი მაჩვენებლები

გასულ კვირას, Pfizer– მა გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინა დაავადებას 90% –იანი ეფექტურობით ებრძვის. Moderna-ს კვლევაში 15 000 მონაწილედან კოვიდ -19 მხოლოდ 90 მათგანს განუვითარდა, დაავადების მძიმე ფორმები განვითარდა 11-ში.

განმეორებით კვლევაში ვაქცინა კიდევ 15,000 მონაწილეს გაუკეთეს, Covid-19-ით მხოლოდ ხუთი დაინფიცირდა, მძიმედ არავინ დაავადებულა.

კომპანიის განცხადებით, სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. მცირე პროცენტს აღენიშნებოდა სხეულის და თავის ტკივილი.

თავდაპირველად, ვაქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. პრიორიტეტი მიენიჭებათ ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.

“ვფიქრობ, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი აპრილის თვეში გახდება“ - აცხადებს ფაუჩი.

Pfizer და Moderna იმუნური სისტემის გასააქტიურებლად ერთსა და იმავე ტექნიკას იყენებენ.

ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ვაქცინა ერენემს აწვდის ე.წ. მესიჯს კორონავირუსის წინააღმდეგ გენეტიკური რეცეპტის წარმოებისთვის. ინექციის შემდეგ, სხეულის იმუნური სისტემა ქმნის ანტისხეულებს. თუ ადამიანი მოგვიანებით დაიფიცირდა, ანტისხეულები “ბრძოლისთვის“ მზად იქნებიან და შესაბამისად ინფექციას მოერევიან კიდეც.

არცერთი ვაქცინა, რომელიც ამჟამად ბაზარზეა, არ იყენებს mRNA- ს. ორივე ვაქცინა მიიღება ორ დოზად, რამდენიმე კვირის ინტერვალით.

მოდერნის ვაქცინის პრაქტიკული უპირატესობები

მოდერნას ვაქცინას Pfizer– თან შედარებით მნიშვნელოვანი პრაქტიკული უპირატესობა აქვს. Pfizer– ის ვაქცინა უნდა ინახებოდეს მინუს 75 გრადუს ცელსიუსზე. მოდერნას ვაქცინის შენახვა შესაძლებელია მინუს 20 გრადუს ცელსიუსზე, ისევე როგორც სხვა ვაქცინები.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოდერნას ვაქცინის შენახვა შესაძლებელია თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

მოდერნას ვაქცინის შენახვა მაცივარში 30 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. Pfizer– ის ვაქცინა მაცივარში მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში შეიძლება იმყოფებოდეს.

თეონა რამაზაშვილი