2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ავრცელებს.
„მიუხედავად პანდემიისა, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, აქტიურად აგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.
2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პირველ ფაზაში 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. პოლონური კომპანიისთვის, საწარმოს ლოკაციის შერჩევის პროცესში, განიხილებოდა რამდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, ჩვენი შენობების სახით, რომელსაც ინვესტორებს ვთავაზობთ. ამასთან ერთად ჩვენი კომპანიის ეიჩარ გუნდი უზრუნველყოფს მათი საწარმოსთვის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესების მართვას. ვფიქრობთ რომ უკვე თებერვლის თვიდან საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება“, - აცხადებს ჰუალინგის თიზის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.