პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 3 ნოემბერს შეავსო.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არჩილ თალაკვაძის სახელზეა 109,9 კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 2012 წელს 55 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, Harley-Davidson-ის მოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულებაც 2016 წელს 8000 აშშ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, მისი მეუღლის საკუთრებაშია 2019 წელს შეძენილი Mini Cooper S, რომლის ღირებულება 8600 აშშ დოლარია.
დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატს გასულ წელს, დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასის სახით, 73 920 ლარი აქვს აღებული.
აღსანიშნავია, რომ არჩილ თალაკვაძის მეუღლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტად მუშაობს, სადაც 2019 წელს ხელფასის სახით 40 482 ლარი მიიღო.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, არჩილ თალაკვაძე დოკუმენტის შევსების მომენტში ფლობდა ,,თი–ბი–სი ბანკის სახელფასოზე 8 377 ლარს, ხოლო მისი მეუღლე - 791,81 ლარს.