1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3021 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3021 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3004 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9209 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9090 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 შეადგინა.