ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 8 612 110 ლარი უჯდება.
21 ნოემბერს გასამართი მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია. დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.
8 612 110 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 4 566 700 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 2 609 790 ლარია გაწერილი. ამასთან, უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 038 540 ლარი აქვს გამოყოფილი. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე - 105 070 ლარია გათვალისწინებული; საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის კი 468 500 ლარია გამოყოფილი.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური კი 21 ნოემბერსაა დაგეგმილი.