ბიტკოინის ფასი 17 ათას დოლარს გადასცდა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი გუშინ მიმდინარე სავაჭრო სესიის დროს 2,12%-ით გაიზარდა და 17,081 დოლარი შეადგინა - ამის შესახებ მოწმობს CoinDesk-ზე გავრცელებული ინფორმაცია.

ბოლოს ბიტკოინის ფასი 17 ათას დოლარამდე 2018 წლის იანვარში გაიზარდა.

შეგახსენებთ, მაქსიმალურ ფასად 20 ათას დოლარად ბიტკოინი 2017 წლის დეკემბერში ივაჭრებოდა.

ბიტკოინი ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია