Lufthansa თვითმფრინავებში უფასო კვებაზე უარს ამბობს - როდიდან ამოქმედდება ახალი წესი

ავიაკონცერნი Lufthansa საკუთარი თვითმფრინავების ბორტზე უფასო კვებაზე უარს ამბობს. როგორც გამოცემა Suddeutsche Zeitung-ი კომპანიის მართველთა საბჭოს წევრზე კრისტინა ფიოსტერზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული ცვლილება 2021 წლის მარტიდან ამოქმედდება.

მისი თქმით, Lufthansa აპირებს შესთავაზოს საჭმელი და სასმელი მგზავრებს, ოღონდ უფასოდ არა. „ეკონომ კლასში ჩვენი არსებული წინადადებები, რომელიც კვებას ეხებოდა, ხშირად არ ამართლებდა კლიენტების მოლოდინებს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამიერიდან საკვები უმაღლესი ხარისხის იქნება.

ამჟამინდელი წესით, თუ ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთზე ნაკლებია, Lufthansa-ს მგზავრები ფუნთუშებს იღებენ, ხოლო 65 წუთიდან სამ საათამდე ფრენის შემთხვევაში კი სენდვიჩებს, 181 წუთიდან კი რაციონში შედის ცხელი საკვებიც. ამასთან, უფასოდ სასმელს კლიენტები იღებდნენ 50 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ფრენისას.

კოკა კვირკველია