საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.

კერძოდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 89 395-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 539 პაციენტი და საერთო რაოდენობა 71 468-ს შეადგენს.