პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი - ქვეყნები, საიდანაც საქართველოში კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებები შემოდის

2020 წელს საქართველოში 1,361 ტონა 24,769 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი განხორციელდა, სულ 48 ქვეყნიდან.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც 2020 წელს ყველაზე მეტი პროდუქცია შემოვიდა:

  • პოლონეთი - 313.9 ტონა
  • თურქეთი - 185.3 ტონა
  • რუსეთი - 160 ტონა
  • საფრანგეთი - 117.8 ტონა
  • ჩინეთი - 110. 3 ტონა
  • გერმანია- 97.7 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - 55.5 ტონა
  • კორეის რესპუბლიკა - 43.26 ტონა
  • აშშ - 34.42 ტონა
  • ესპანეთი - 28.2 ტონა

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში, 1,518.95 ტონა 22,899 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა, სულ 54 ქვეყნიდან.

თამარ მუკბანიანი