პანდემიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი შეცვალა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკის დარგების უმეტესობა რადიკალურად შეცვალა, რამაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია.

BBC-ის ინფორმაციით, პანდემიამ ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი. წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირ ქალაქებად ჰონგ-კონგი, ციურიხი და პარიზი სახელდება.

ამასთან, ქალაქები - სინგაპური და ოსაკა, რომლებიც გასულ წელს სიძვირით ჰონგ-კონგს უტოლდებოდნენ, წელს მას ბევრად „ჩამორჩებიან“.

ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში სინგაპური საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად სახელდებოდა, წელს კი მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

The Economist Intelligence Unit-ის მიხედვით, სინგაპურში ფასების მკვეთრი ვარდნა ქვეყნიდან უცხოელი ბიზნესმენების გადინებამ განაპირობა.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის დიდ ქალაქებში ცხოვრება გაცილებით უფრო ძვირი გახდა, ევროპასა და აშშ-ში კი პირიქით, ფასები მკვეთრად დაეცა.

2020 წლის ყველაზე ძვირი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. ჰონგ-კონგი
  • 2. ციურიხი, შვეიცარია
  • 3. პარიზი, საფრანგეთი
  • 4. სინგაპური
  • 5. ოსაკა, იაპონია
  • 6. თელ-ავივი, ისრაელი
  • 7. ჟენევა, შვეიცარია
  • 8. ნიუ-იორკი, აშშ
  • 9. კოპენჰაგენი, დანია
  • 10. ლოს-ანჯელესი, აშშ

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი კი ასეთი იყო:

  • 1. სინგაპური
  • 2. პარიზი, საფრანგეთი
  • 3. ჰონგ-კონგი
  • 4. ციურიხი, შვეიცარია
  • 5. ჟენევა, შვეიცარია
  • 6. ოსაკა, იაპონია
  • 7. სეული, სამხრეთ კორეა
  • 8. კოპენჰაგენი, დანია
  • 9. ნიუ-იორკი, აშშ
  • 10. თელ-ავივი, ისრაელი
ბექა ბერიაშვილი