სამაგიდო თამაშის - „მონოპოლიის“ შექმნიდან 85 წელი გავიდა, ახლა 2020 წელი იწურება, თუმცა ის მაინც მოთხოვნადი და აქტუალურია.
„მონოპოლი“ საოცრად აზარტული, სახალისო და ამავდროულად, სერიოზული და საინტერესო თამაშია. ის მოითხოვს მოქნილობას, კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს, ეს პროცესი კი განვითარებაში გვეხმარება. ამასთან, ის საუკეთესო საშუალებაა ოჯახისა და მეგობრების შესაკრებად.
„მონოპოლი“ სამშობლოდან - დიდი ბრიტანეთიდან მსოფლიოს გარშემო უკვე „წლებია“ „მოგზაურობს“. მისი თითოეული ახალი გამოცემა კი ერთმანეთზე უკეთესია. სათამაშოების მაღაზიათა ცნობილმა და ყველასთვის საყვარელმა ქსელმა „პეპელამ“ და XS სათამაშოები „მონოპოლი“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა. მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემა თამაშს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
„მონოპოლის“ ქართული ვარიანტის გამოყენებით, შეგვიძლია, თამაშის პროცესში უფროსი თაობაც ჩავრთოთ და მათი ყოველდღიურობა უფრო გავახალისოთ.
ქართულ ენაზე გამოცემული „მონოპოლი“ „პეპელას“ მაღაზიათა ქსელსა და XS სათამაშოების განყოფილებაში სხვადასხვა ვებ-გვერდზე (Readersland.ge, Biblusi.ge) უკვე წარმოდგენილია.
გარდა იმისა, რომ „მონოპოლის“ ოჯახში ხალისის შეტანა შეუძლია, ის კარგი საჩუქარია მეგობრებისთვის, რომელთაც სამაგიდო თამაშები იტაცებთ.
რატომ უნდა ვითამაშოთ „მონოპოლი“?
„მონოპოლიით“ ვსწავლობთ ფინანსური ტრანზაქციების შესახებ; მისი თამაშით ბავშვებს წარმოდგენა შეექმნებათ, როგორ ვმართოთ ფინანსები, რას ნიშნავს აქციები და ა.შ; ასევე, მას შეუძლია, ბავშვებს მათემატიკისა და მეწარმეობის მიმართ ინტერესი აღუძრას; გვასწავლის საკუთრების ფლობისა და დაცვის საბაზისო წესებს; ბავშვებს უქმნის წარმოდგენას, რას ნიშნავს სასესხო ვალდებულება და როგორ მუშაობს ის; ავითარებს მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარებს და უბრალოდ, დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით ცივ ზამთარში, როცა გარეთ სეირნობის სურვილი ასეთი მცირეა.