კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
ამის შესახებ ასოციაციის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული. ასოციაციის პრეზიდენტის (მედიცინის დოქტორი, პროფესორი) ვილი პაჭკორიას შეფასებით, წინ რთული გამოწვევებია, ჯანდაცვის სამინისტროში კი მწვავე საკადრო დეფიციტია.
„კლინიკების ასოციაცია საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია. სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. წინ ურთულესი გამოწვევებია, ამიტომ, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ღიად მიმართავს საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სისტემის მართვაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხარვეზებმა.
ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგადაც გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში,“- აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაცია ეხმაურება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასაც და აცხადებს, რომ მეორე ფაზას ჯანდაცვის სისტემა არასრულყოფილად მომზადებული შეხვდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე.
„დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული. კლინიკების ასოციაცია, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მწვავე ფაზის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემაში დაგროვილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ განახორციელოს საკადრო ცვლილებები: