1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2919 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2919 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0102 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9098 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9209 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 შეადგინა.