ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულშია

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომელიც გახლავთ კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი და მმართველი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში მესამე ადგილზე გადავიდა, მას შემდეგ რაც გაასწრო Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ოთხშაბათს კომპანია Tesla-ს აქციები 10%-ით გაიზარდა, შედეგად კი მასკის ქონება 10,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამ მომენტისთვის მისი კაპიტალი 120 მილიარი დოლარია. მის შემდგომ რეიტინგში მოდის მარკ ცუკერბერგი, ხოლო მეხუთე ადგილზე 103 მილიარდით LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის დამფუძნებელი ბერნარ არნოა.

ამგვარად 49 წლის მასკი რეიტინგში პოზიციებს უთმობს მხოლოდ ორ მილიარდერს. მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 128 მილიარდის ქონებით, ხოლო პირველზე Amazon-ის თავკაცი ჯეფ ბეზოსი 183 მილიარდის კაპიტალით.

კოკა კვირკველია