მსოფლიოს უდიდესი საინვესტიციო ბანკების შემოსავლები 20%-ით გაიზარდა

მსოფლიოს უმსხვილესი 12 საინვესტიციო ბანკის შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 20%-ით გაიზარდა და 44 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 36,8 მილიარდი დოლარი იყო. ამის შესახებ Coalition-ის ანგარიშში წერია.

ანგარიშის თანახმად, აქციებიდან მიღებული შემოსავლები 12%-ით, 11,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საინვესტიციო ბანკინგიდან მიღებულმა შემოსავლებმა 16%-ით, 11,7 მილიარდამდე. ფიქსირებულმა შემოსავლებმა 25%-ით მოიმატა და 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის 9 თვეში ინვესტბანკების ჯამური შემოსავლები გაიზარდა 28%-ით, 147,5 მილიარდ დოლარამდე, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში იყო 114,8 მილიარდი დოლარი.

9 თვეში აქციებით ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 5%-ით იმატა, 33,6 მილიარდამდე, საინვესტიციო ბანკინგიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 35,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. FICC-იდან მიღებული შემოსავლები იანვარ-სექტემბერში გაზრდილია 48%-ით 78,6 მილიარდ დოლარამდე.

ამასთან, ინვესტბანკებში სამუშაო ადგილები საანგარიშო პერიოდში შემცირებულია 1%-ით. ამასთან, ამერიკულ ბანკებში ზრდაა 1%, ხოლო ევროპულში - კლება 5%.

ჯამურად 2020 წლისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზით, უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების შემოსავლები გაიზრდება 25%-ით და იქნება 188,2 მილიარდი დოლარი.

Coalition მსოფლიოს უმსხვილეს საინვესტიო ბანკებში აღრიცხავს ისეთ ბანკებს როგორებიცაა - Goldman Sachs Group, JPMorgan Chase & Co., Citigroup Inc., Bank of America Corp., Morgan Stanley, Deutsche Bank, Barclays, Credit Suisse, UBS, HSBC Bank Plc, BNP Paribas, Societe Generale.

კოკა კვირკველია