ნათია თურნავა - თანდათან ვანულებთ კლებას და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე

თანდათან ვანულებთ კლებას და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი მიმდინარე წლის 10 თვეში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ექსპორტის და მათ შორის ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდაა.

„სწორედ ექსპორტი და მათ შორის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად იმ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას, თანდათან მცირდება კლების ტემპი, თანდათან ვანულებთ კლებას და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე და ამ პროცესის ერთ-ერთი ლოკომოტივი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს და სხვა მიმართულებითაც ზრდა გვაქვს“,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა.