თურქეთი ჩინური ვაქცინის 20 მილიონი დოზის ყიდვას გეგმავს

თურქეთი რამდენიმე დღეში ჩინურ კომპანია Sinovac Biotech-თან ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესყიდვას ითვალისწინებს, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა.

„დეკემბერში შევძლებთ მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც ამავე რაოდენობას შევიძენთ,“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ანკარა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული და გერმანული ფარმაცევტული კომპანიების, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის შეძენის მიზნით.

თურქეთში კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 425 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 11 820 და გამოჯანმრთელებულია 361 655 ადამიანი.