„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ღრმაღელე-მუხრანის მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანების გამო საჭირო გახდა წყლის ნაკადების ცვლილება, რამაც გამოიწვია დიღმის მასივში, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე წყლის დროებითი ამღვრევა - ფერის ცვლილება.
მათივე ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მიმდინარეობს ქსელების ინტენსიური რეცხვა. კომპანიის ლაბორატორიებმა ადგილზე აიღეს წყლის ანალიზი. ამავდროულად, გრძელდება წყლის ხარისხის უზრუნველოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში, მონიტორინგი და გაუსნებოვნება.
„პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად წყალი დაბალი წნევით მიეწოდება: დიღმის მასივის კვარტლებს, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის. კომპანია ინტენსიურად მუშაობს არსებული სიტუაციის სწრაფად გამოსასწორებლად“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.