აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბაქოს მეტრო, რომელსაც ამჟამად მუშაობა შეწყვეტილი აქვს, კვლავ დაკეტილი რჩება, 21 ნოემბერის 00:00 საათიდან 28 დეკემბრის 06:00 საათამდე პერიოდში, შაბათ-კვირის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წყვეტს მოძრაობას, იკრძალება მომსახურების სერვისები ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. ამასთან, სავალდებულოა პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 21 ნოემბრამდე იყო გამოცხადებული.