მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 57 231 672 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 720 727 და დაიღუპა 1 365 461ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 12 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს 9 მილიონი შემთხვევით ინდოეთი იკავებს, მესამეზე კი 5.9 მილიონი ინფიცირებულით ბრაზილიაა.

ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.