5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 159 500 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 8.4%-ით, ხოლო იმპორტი 14.2%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 95 106 200 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 92 136 100 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 33 661 200 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 25 258 600 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 19 936 100 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 107 859 600 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 88 258 200 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 29 976 800 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 27 109 900 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 24 050 100 დოლარი

ლიკა ამირაშვილი