ფარმაცევტული კომპანია Janssen, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია Johnson & Johnson-ს, აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინა მომავალ წელს მზად იქნება რეალიზაციისთვის და ის 10 დოლარზე ნაკლები ეღირება. ამის შესახებ Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორის მოადგილემ ჰოაკინ დუატომ სააგნეტო EFE-ს განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინა მზად იქნება მომავალი წლის პირველ ან მეორე ნახევარში. მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაჩნდება კარგი ახალი ამბები, ჩვენ გვექნება ეფექტური ვაქცინები, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის ფასითაც და ის არ ეღირება 10 დოლარზე ძვირი“, - განაცხადა დუატომ.
შეგახსენებთ, ესპანეთის წამლის კონტროლის სააგენტომ კომპანია Johnson & Johnson-ს ნება დართო გადავიდეს კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე. მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ტესტირების მესამე ეტაპი ესპანეთის გარდა ასევე მოხდება 8 სხვა სახელმწიფოშიც. სულ ამ ეტაპზე ჩაერთვება 30 ათასი მოხალისე.
Johnson & Johnson აპირებს მომავალ წელს მილიარდზე მეტი ვაქცინის წარმოებას.