ავტომობილების რეექსპორტი 57,2%-ით, იმპორტი - 47,2%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ მანქანებს

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 33 677 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, სულ 59 ქვეყანაში.

რეექსპორტის ღირებულებამ ჯამურად 335,575 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან მანქანების რეექსპორტმა 557,392 მლნ დოლარი შეადგინა, შარშან ქვეყნიდან 78 866 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა.

Top-5 ქვეყანა, სადაც 2020 წელს ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა

  • აზერბაიჯანი -19 246 ერთეული
  • უკრაინა - 8 555 ერთეული
  • რუსეთი - 1 647 ერთეული
  • სომხეთი - 747 ერთეული
  • ყირგიზეთი - 742 ერთეული

კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა იმპორტზეც. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ მსოფლიოს 59 ქვეყანაში 71 690 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, ეს კი 47,2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება იმპორტის ღირებულებას, მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების შესაძენად ჯამში 623,332 მლნ დოლარი გავიდა, 2019 წლის 10 თვეში კი 929,254 მლნ დოლარი.

Top-5 ქვეყანა, სადაც 2020 წელს საქართველომ ავტომობილები იყიდა:

  • აშშ- 53 681 ერთეული
  • იაპონია - 6 972 ერთეული
  • გერმანია - 3 636 ერთეული
  • კორეა - 1 038 ერთეული
  • ბელგია - 1 020 ერთეული

ელზა წიკლაური