„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 20–21 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით მოიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.