ევროკავშირი Pfizer-ის, BioNTech-სა და CureVac-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინების შესაძენად 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გადახდას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლოკი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის თითო დოზას 15.50 ევროდ (18.34 აშშ დოლარი) შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის 200 მილიონი დოზის შესაძენად, საერთო ჯამში, 3.1 მილიარდ ევროს (3.7 მილიარდი აშშ დოლარი) გადაიხდის, დამატებით 100 მილიონი დოზის შეძენის შემთხვევაში კი ამ თანხის ოდენობა 4.65 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამასთან, ევროკავშირი CureVac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის 225 მილიონი დოზის ყიდვასაც გეგმავს და თითოეული დოზის სანაცვლოდ 10 ევროს (11.84 აშშ დოლარი) გადახდას დასთანხმდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ვაქცინის ერთ დოზაში, თავდაპირველად, 12 ევროს ითხოვდა.