პროკრედიტ ბანკისა და GEFF-ის (მწვანე ეკონომიკის დაფიანსების პროგრამის) ერთობლივი ინიციატივით, 20 ნოემბერს, 17:00 საათზე მწვანე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი თემა ქართული ბიზნესისთვის მწვანე დაფინანსების მნიშვნელობას ეხება. მონაწილეები იმ ძირითად მიმართულებებს განიხილავენ, რომელშიც ბიზნესს დაფინანსების მიმზიდველი პირობებით უკეთესი ინვესტიცია შეუძლია განახორციელოს და დადებითი ეფექტი მიიღოს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მზის ელექტროსადგურის პროექტზე, რადგან აღნიშნული სიახლეს წარმოადგენს ბაზრისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს და უკვე 6 თვეა მიღებულ შედეგებს აკვირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ბანკის გამოცდილების გაზიარება.
ონლაინ სემინარი ონლაინ რეჟიმში გავა ბანკის სოციალურ ქსელში (www.facebook.com/procreditbankgeorgia) და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
(R)