მწვანე რევოლუციამ გაიმარჯვა - ამერიკას ახალი  “ქარის მილიარდერი“ ჰყავს

განახლებადი ენერგია მსოფლიოში ფეხს იკიდებს, იაფი ბიზნესი კი თითქმის ყველა ენერგო ინვესტორისთვის მიმზიდველია. მათ შორის არის უკრაინელი ინჟერი მაიკლ პოლსკი.

“ინჟინერი ვარ, არა გარემოსდამცველი ”, - ამბობს მაიკლ პოლსკი, რომელმაც განახლებადი ენერგიის სისტემების შემუშავება წარმატებით დაასრულა. გაზზე მომუშავე ტურბინების შემუშავებით პოლსკი 71 წლის ასაკში მილიარდერი გახდა, მას “ქარის მილიარდერსაც“ უწოდებენ.

განახლებადი ენერგიის კომპლექსს Grand Ridge Energy Center პოლსკის კერძო კომპანიამ, Invenergy -მ ააშენა. კომპანია ჩიკაგოში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. პოლსკის მფლობელობაშია 140 ქარის ტურბინა, 120 ჰექტარზე განთავსებული მზის პანელები და სხვა განახლებადი ენერგიის მოწყობილობები. მხოლოდ მზის პანელები 38 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით 38,000 სახლისთვის არის საკმარისი ერთი საათის განმავლობაში.

”ტექნოლოგია ძალიან კარგი და ეფექტურია, რევოლუციამ მოიგო. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ქარისა და მზის ენერგია უფრო იაფი გახადა, ვიდრე ქვანახშირი, ბირთვული და კიდევ ბუნებრივი აირი. რატომ არ იყენებთ მწვანე ენერგიას? უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ და თქვენი მეზობლები ეწინააღმდეგებით ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას“ - აცხადებს ინჟინერი.

ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც განახლებადი ენერგიის მასშტაბურ ათვისებას მოიაზრებს, პირველ რიგში გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ქარის და მზის ენერგია უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განახლებადი ენერგიის სფეროში 2 ტრილიონი დოლარის დაბანდებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით აშშ-ში 60,000 ქარის ტურბინის და 500 მილიონი მზის პანელის დაყენება იგეგმება.

პოლსკი ტურბინებს კომპანია GE Power– ისგან ყიდულობს, რომლებიც New York– ის ტრამპ თაუერზე მაღლები არიან და თითოეული 3 მეგავატამდე გამოიმუშავებს. ის აპირებს 1000-ზე ამ აპარატის კანზასში დადგმას, პროექტისთვის 100,000 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. სწორედ ეს განსაზღვრავს კანზასის ახალ სტატუსს - ქვეყნის უდიდესი ქარის ელექტროსადგურის მქონე შტატს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია მოიგო, ცხადია, პოლსკიმ მცირე ზომის წისქვილებს “ქარი უნდა მოსტაცოს“. ამის გამო ფერმერები არ არიან აღფრთოვანებულები.

“ირონულია ის საკითხი, რომ ისეთი დეველოპერები, როგორიცაა პოლსკი, მზად არიან სასამართლო დავებიც კი გაიარონ მსოფლიოს სუფთა ენერგიის მომავლისთვის.“- წერს forbes.

შორეული წარსული

1976 წელს 26 წლის პოლსკი და მისი ორსული ცოლი მაია, უკრაინაში ხელმომჭირნედ ცხოვრობდენ. წყვილი აბიტურიენტებს ინგლისურს ასწავლიდა და თავი ამით გაჰქოდათ.

მოგვიანებით მათ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს, დეტროიტში 500 დოლარით და ოთხი ჩემოდნით გადასახლდნენ. მაიკლ პოლსკის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მექანიკური ინჟინერიის მაგისტრის დიპლომი ჰქონდა, მაგრამ, წარმოშობით ებრაელი, საბჭოთა უკრაინაში თავის მომავალს ვერ ხედავდა.

წყვილს დეტროიდში გადასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა. პოლსკი ვაკანტურ ადგილებზე ასობით რეზიუმეს აგზავნიდა და ბოლოს, ინგლისურის შეზღუდული ცოდნის მიუხედავად, ელექტროსადგურში საინჟინრო სამუშაო მიიღო. მოგვიანებით ABB და Fluor- ში გადავიდა.

1978 წელს კონგრესმა ელექტროენერგიის ინდუსტრიის ნაწილობრივი დერეგულირება შეძლო. ამ ცვლილებამ საშუალება მისცა პოლოსკის, კარგი “ამერიკული გარიგება“ დაედო. 1985 წელს მან და მისმა პარტნიორმა კოგენერაციული პროექტების შემუშავების მიზნით Indeck Energy Services დააფუძნეს. კომპანია ელექტროენერგიის წარმოებაში სამრეწველო პროდუტების ორთქლს იყენებდა.

“Indeck“ წარმატებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში პარტნიორებმა დაძაბული თანამშრომლობის გამო პოლსკი კომპანიიდან განდევნეს. მან უჩივლა და 25 მილიონი დოლარი მიიღო.

1991 წელს მან დააფუძნა Polsky Energy, რომელსაც შემდეგ SkyGen ეწოდა.

კომპანია გაზზე მომუშავე გენერატორებს აწარმოებდა. მოგვიანებით პოლსკიმ SkyGen Calpine- ს 450 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თუმცა, თითქოს რაღაც არ აკმაყოფილებდა. ბუნებით ლიდერი ადამიანი, ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა. მოგვიანებით ბიზნესმენმა SkyGen– დან ოთხი კოლეგა წაიყვანა და საკუთარი კაპიტალით, 75 მილიონი დოლარით კომპანია Invenergy დააფუძნა.

2006 წლისთვის პოლსკის ბიზნესი 367 მილიონი დოლარი ღირდა. თუმცა, ილინოისის სასამართლოს თანახმად, მას ქონების გაყოფა მოუწია, რადგან ცოლმა განქორწინება მოითხოვა.

დღემდე, Invenergy- მ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა 160 პროექტი განახორციელეს.

საერთო ჯამში კომპანიამ 25,000 მეგავატი ქარის, მზისა და ბუნებრივი გაზის წარმოება შეძლო, რაც 5 მილიონი სახლის კვებისათვის არის საკმარისი. პოლსკიმ ამ ბიზნესის დაახლოებით 55% კანადის დიდ საპენსიო ფონდებსა და ინვესტორებს მიჰყიდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში Invenergy კვლავ მართავს პროექტებს.

”ზრდის საუკეთესო გზა კაპიტალის ახალ პროექტებად გადამუშავებაა. ჩვენ ვყიდით აქტივებს, რომ თანხა მოვიზიდოთ” - ამბობს პოლსკი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლსკი ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებს, “ფორბსის“ მტკიცებით, მთლიანი საწარმოს ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.

“ერთობლივი საწარმოს ინტერესების გამოკლებისა და სავარაუდო სესხის დატვირთვის შემდეგ, Forbes– ის შეფასებით, პოლსკის საკონტროლო პაკეტი $ 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Invenergy ახლა ქარის ენერგიის სიდიდით მეორე მწარმოებელია აშშ – ში.“- წერს გამოცემა.

თეონა რამაზაშვილი