საქართველოში საკრედიტო ბარათების რაოდენობა შემცირდა, სადებეტოს - გაიზარდა

საქართველოში მიმოქცევაში 6 862 104 საკრედიტო და სადებეტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 1,82 საბანკო ბარათი მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში მიმოქცევაში იყო 513 078 ერთეული საკრედიტო ბარათი, რაც წინა წლის ანალოგიურ პრიოდთან შედარებით თითქმის 20%-ით ნაკლებია. 2019 წლის ოქტომბერში მიმოქცევაში 641 286 საკრედიტო ბარათი ფიქსირდებოდა.

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სადებეტო ბარათების რაოდენობა. 2020 წლის ოქტომბერში მიმოქცევაში იყო 6 349 026 სადებეტო ბარათი, ეს კი 280 202 ერთეულით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს ოქტომბერში მიმოქცევაში იყო 6 068 824 სადებეტო ბარათი.

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ორტომბერში მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 1 870 783 სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 4 066 305 -ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 411 938-ია.

საკრედიტო ბარათების მიმართულებითაც ბაზრის ლიდერი VISA-ს სისტემაა - ოქტომბრის მონაცემებით, ბაზარზე მიმოქცევაში იყო 214 921 ბარათი, შემდეგ მოდის Mastercard/Maestro - 160 303 ბარათით. სხვა სისტემების საკრედიტო ბარათების რაოდენობა კი 137 854-ია.