ამერიკის საელჩო დიდი ბრიტანეთში, „მერკური“ მოსკოვში, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი - ეს იმ შენობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ერთი მილიარდი და მეტიც ღირს. „ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ 13 ყველა ძვირად ღირებულ შენობას მსოფლიოში.
მერკური, მოსკოვი: 1 მილიარდი დოლარი
2012 წლის სექტემბერში, მოსკოვის 339 მეტრის სიმაღლის “მერკური“ ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი გახდა. შენობა ტიტულს დღესაც ინარჩუებს. ეს არაჩვეულებრივი ბრინჯაოსფერის კოშკი, რომელიც მოსკოვის ფინანსური ოლქის გულში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნაგებობაა მსოფლიოში. მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ლონდონი, ღირებულება 1 მილიარდი დოლარი
ლონდონში, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ს საელჩოს მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობა შენობა პლასტმასის იალქნებში გახვეულ მინის კუბს ჰგავს, რომელიც გარშემორტყმულია აუზით. თანამედროვე სტრუქტურა შეიმუშავა ფილადელფიაში დაფუძნებულმა ფირმა “კიერან ტიმბერლეიკმა“. არქიტექტორის თქმით, შენობა "ამერიკის მთავრობის იდეალებს" განასახიერებს.
Trump International Hotel & Tower, ჩიკაგო: 1 მილიარდი დოლარი
ნიუ–იორკის ტრამპ თაუერი, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი შენობაა, რომელსაც აშშ- ის პრეზიდენტის სახელი ამშვენებს, მაგრამ ჩიკაგოში მდებარე Trump International Hotel & Tower უფრო ძვირია. მისი მშენებლობა 2009 წელს დასრულდა და 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს ასევე მეოთხე ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში, 423 მ სიმაღლით.
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, შანხაი: 1 მილიარდი დოლარი
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის (SWFC) არქიტექტურა ბოთლის გასახსნელის ფორმის არის. არქიტექტურული ჩანაფიქრი მსოფლიოს ფინანსური ინდუსტრიის მიზიდვას ითვალისწიებდა. შენობაში “ერთი სახურავის ქვეშ“ გაერთიანებულია ინფორმაცია და ფინანსური მომსახურება. 492 მეტრი სიმაღლის შენობა ლუჯიაზუის ცენტრში, პუდონგის ახალ რაიონში მდებარეობს. იგი გარშემორტყმული სხვა მაღალი ცათამბჯენებით, მათ შორისაა შანხაის კოშკი და ჯინ მაოს კოშკი. მშენებლობა 2008 წელს დასრულდა, დღეს კი მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Vista Tower, ჩიკაგო: 1 მილიარდი დოლარი
363 მეტრის სიმაღლის Vista tower მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა, რომელიც ქალი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. არქიტექტურული ფირმის Studio Gang- ის ხელმძღვანელის - Jeanne Gang-ის მიერ დაპროექტებული ცათამბჯენის მშენებლობა ამ ზაფხულს დასრულდა. მისი ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარია. შენობა მოიცავს ძვირად ღირებულ მანსარდებს, რომელთაგან ზოგიერთი გთავაზობთ 360 გრადუსიან ხედს ქალაქზე. გასაკვირი არ არის, რომ ამ მაღალი კლასის ბინები იაფი არ ღირს: 2018 წელს ორი მანსარდა 21 მილიონ დოლარად გაიყადა.
ელბფილჰარმონია, ჰამბურგი: 1 მილიარდი დოლარი
ჰამბურგის ახალი საკონცერტო დარბაზი Elbphilharmonie 2016 წელს გაიხსნა და მიუხედავად შენობის გახსნის შვიდი წლის დაგვიანებისა და 10-ჯერ გადაჭარბებული ბიუჯეტისა, გასაოცარმა სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმსახურა ქალაქის მუდმივად ცვალებად სანაპირო ზოლში. 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობა ძველი და ახალი სტილის უჩვეულო შერწყმის ნიმუშია, რომელიც აერთიანებს 1960-იანი წლების აგურის ქვედა მონაკვეთს და თანამედროვე მინის ზედა განყოფილებას. Elbphilharmonie შვეიცარიელმა არქიტექტორებმა ჰერცოგ და დე მეურონმა შექმნეს.
ისტანა ნურულ იმანის სასახლე, ბრუნეი: 1 მილიარდი დოლარი
1984 წელს აშენებული 400 მილიონიანი შენობის ღირებულება, დღეს 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბრუნეის სულთანის სახლი ყველაზე დიდი სასახლეა მსოფლიოში, რომელიც კვლავ სამეფო რეზიდენციის სტატუსით ფუნქციონირებს. კომპლექსი საბანკეტო დარბაზის ჩათვლით, 1,788 ოთახს მოიცავს.
New York Times Tower, ნიუ იორკი: 1 მილიარდი დოლარი
New York Times Tower ნიო-იორკში სიდიდით მეორე შენობაა რომლის სიმაღლე 319 მეტრს შეადგენს. 52-სართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც Times- ის კომპანიის შტაბია, 2003 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა.
შენობის ქვედა სართულზე გამწვაებული ზონა არის განთავსებული, შემდეგ 50-ე სართულამდე ოფისები მდებარეობს, ხოლო ზედა ორ სართულს მექანიკური სივრცე აკავებს. სახურავზე განთავსებულია საკონფერენციო ნაგებობა. 2007 წელს ცათამბჯენი 850 მილიონი დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უილშირის გრანდ ცენტრი, ლოს ანჯელესი: 1,2 მილიარდი დოლარი
Wilshire Grand Centre წარმოადგენს შერეული დანიშნულების ურბანული განვითარებას, რომელიც შეიცავს საცალო და საოფისე ფართებს, ინტერკონტინენტურ სასტუმროს, კაფეებს, რესტორნებს და სხვა. ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს და დასრულდა 2017 წელს. მას ასევე აქვს Los Angeles- ის ყველაზე მაღალი შენობის ტიტული, რომლის სიმაღლეა 335 მეტრი. Wilshire Grand Centre 1,2 მილიარდი დოლარი ღირს.
Red Rock Casino Resort & Spa, ლას – ვეგასი: 1,2 მილიარდი დოლარი
ლას – ვეგასში უამრავი ექსტრავაგანტული კაზინო და სასტუმროა განთავსებული, მაგრამ Red Rock Casino Resort & Spa მათ შორის გამორჩეულია. შენობა 2006 წელს 925 მილიონი დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კაზინო მოიცავს 3000 სათამაშო აპარატს და ვიდეო პოკერის აპარატებს, 60 მაგიდის თამაშს, 20 მაგიდის პოკერის ოთახს და 600 ადგილიანი ბინგოს დარბაზს. Red Rock მდებარეობს 70 ჰექტარ მიწაზე Red Rock Canyon- ის გვერდით, ეს იყო პირველი ძვირადღირებული კურორტი, რომელიც აშენდა ლას-ვეგასის ზოლის პირას, 16 კილომეტრის მოშორებით.
MGM Grand, მაკაო: 1,2 მილიარდი დოლარი
MGM Grand, რომლის დიზაინიც საიუველირო ნაკეთობებით არის შექმნილი, რვა საკონსერვო ყუთს წარმოადგენს. შენობაში განთავსებულია 30 ჩოგბურთის კორტი, უნიკალურია იმ მხრივ, რომ სპეციფიური ნაკეთობის სახურავის გამო, რომელიც ბადით არის გადახურული, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შეტანილი. ძვირად ღირებული კურორტი 2007 წელს დასრულებისას 975 მილიონი დოლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამერიკის ბანკის კოშკი, ნიუ იორკი: 1,2 მილიარდი დოლარი
ნიუ-იორკის ბანკის კოშკი ერთ–ერთი ყველაზე მდგრადი ცათამბჯენია პლანეტაზე. იგი გახდა პირველი კომერციული მაღალსართულიანი შენობა, რომელმაც აშშ-ის მწვანე შენობის საბჭოს მიერ მინიჭებული უმაღლესი სერთიფიკატი- LEED Platinum მიიღო. შეობაში ძირითადად ამერიკის ბანკია განთავსებული, თუმცა ცათამბრჯეში ასევე მდებარეობს უძრავი ქონებისა და იურიდიული ფირმების ოფისები. კოშკის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.
Niagara Falls Hilton Tower 2, ონტარიო: 1,2 მილიარდი დოლარი
ჰილტონის სასტუმროები შეგიძლიათ მთელ მსოფლიოში იხილოთ, მაგრამ ცოტას აქვს ასეთი ზღაპრული ხედები. “Niagara Falls Hilton Tower 2“ თავდაპირველად 58-სართულიანი უნდა ყოფილიყო და 177 მეტრს აღწევდა, მაგრამ 53 სართულამდე შემცირდა და სიმაღლემაც 162 მეტრს მიაღწია. ამის მიუხედავად სასტუმრო კანადაში მაინც ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლება.
მისი ღირებულება 2009 წელს 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს კი 1,2 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.