მადრიდი ქვეყნის სხვა რეგიონებთან საზღვრებს 10 დღით, 4-დან 14 დეკემბრამდე ჩაკეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მადრიდის რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეგიონში შესვლა და მისი დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, გამოცემის ცნობით, ესპანეთში გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე დარჩება. აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში მოქალაქეებს 23.00 საათიდან დილის 6 საათამდე სახლებიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ. გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია 6-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.