შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებით“, - განაცხადა სირაძემ.