მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.