ჰონკონგის ხელისუფლება აპირებს 5000 ჰონგ-კონგური დოლარი (650 აშშ დოლარი) გადაუხადოს სოციალური დახმარების სახით მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინფიცირდებიან კორონავირუსით. აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა ჰონგ-კონგის ჯანდაცვის მინისტრი სოფია ჩენი.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს სუბსიდია დაეხმარება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და გაუღვიძებს მათ ინტერესს გაიკეთონ ტესტირება კორონავირუსზე, რომლებსაც ეშინიათ შემოსავლების შემცირების იზოლაციის შემთხვევაში“ - აცხადებს მინისტრი, რომელსაც ციტირებს გაზეთი South China Morning Post.
უწყების მხრიდან ახალი პაკეტის შესახებ დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
ამ დროისთვის ჰონგ-კონგი კორონავირუსის რიგით მეოთხე ტალღას უმკლავდება. გასულ ხუთშაბათს იქ 12, პარასკევს 26, შაბათს კი 43 შემთხვევა დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ დღეს ეს ციფრი 71 იქნება. რაც იქნება მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი აგვისტოს შემდეგ.