მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ალან ვოლფი მოუწოდებს ქვეყნებს, დაწიონ სავაჭრო ბარიერები მედიკამენტებზე პანდემიის პირობებში. ამის შესახებ მან დიდი ოცეულის ქვეყნების ონლაინ სამიტზე განაცხადა.
„მოვიდა დროს მსო-ს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ მიიღონ ზომები მეტად ხელმისაწვდომი გახადონ სამედიცინო დახმარება მათთვის, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფარმაცევტული საქონლით და სამედიცინო აპარატურით ვაჭრობა უნდა გახდეს დაუბეგრავი. ვაქცინაციის დაწყების, ახალი დიაგნოსტიკისა და თერაპიის დაწყების პირობებში საჭიროა, სავაჭრო ბარიერების მოხსნა საზღვრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს ურთიერთშეთანხმებით და მეტი გამჭვირვალობის პრინციპით, ასევე ვაჭრობის შემსუბუქებით განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისთვის“ - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.
ვოლფმა ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს სრულფასოვნად ჩაერთონ ორგანიზაციის რეფორმირებაში.
ცნობისთვის, დიდი ოცეულის ონლაინ სამიტის მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის გზები.