მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და წამლების შესყიდვისთვის 12 მლრდ დოლარი გამოყო

მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი დოლარი გამოყო მსოფლიოს 112 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და სამკურნალო მედიკამენტების შესაძენად. ორგანიზაცია აპირებს დამატებით 4 მილიარდი დოლარი გამოყოს ამ მიზნით. ამის შესახებ განცხადება ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მეპლასამ დიდი ოცეულის ქვეყნების მეთაურებთან და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გამოყოფილი სახსრები არის იმ 160 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტიდან, რომელიც მიმართულია პანდემიით გამოწვეული შედეგებთან ბრძოლისთვის 2021 წლის 30 ივნისამდე.

„ჩვენ გვაქვს რეაგირების პროგრამა მსოფლიოს 112 ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულებით და ვიყენებთ დაჩქარებულ მექანიზმს, რომელიც ახლა საშუალებას მოგვცემს დამატებით 12 მილიარდი დოლარის მობილიზებას ვაქცინისა და მედიკამენტების შესაძენად. საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია შედის მსოფლიო ბანკის სტრუქტურაში და მუშაობს დამატებით 4 მილიარდი დოლარის მობილიზებისთვის, რათა მიმართოს სახსრები ვაქცინების შემუშავების დაჩქარებისკენ და ვაქცინაციის პროგრამის ასამოქმედებლად“ - განაცხადა მელპასამ.

შეგახსენებთ კორონავირუსისთ გამოწვეული პანდემიის გამო მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,4%-ით შემცირდება, თუმცა მომავალი წლისთვის 5,2%-ით გაიზრდება.

კოკა კვირკველია