მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა,- შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ Worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 59 002 152 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 40 776 358 და დაიღუპა 1 393 879 ადამიანი.

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 16.8 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავთ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიას, საფრანგეთსა და რუსეთს.