ნიუ-იორკში მიმდინარე ვაჭრობისას კაკაოს მარცვლებზე ფასი ბოლო რვა თვის მაქსიმუმამდე გაძვირდა, აღნიშნული კი გამოიწვია კომპანია Hershey Co-ს უჩვეულო გადაწყვეტილებამ, შეიძინოს კაკაო საფონდო ბირჟებზე და არა უშუალოდ მომწოდებლებისგან.
როგორც წესი კაკაოს მარცვლების შესყიდვა კერძო შეთანხმებებით ფიზიკურ ბაზრებზე ხდება, Hershey-მა კი შეძენა დაიწყო საფონდო ბირჟაზე და შედეგად უფრო იაფად გამოვიდა, მან ამ გზით მილიონობით დოლარის ეკონომია შეძლო - წერს Bloomberg.
ნიუ-იორკის ბირჟებზე მომავალი წლის მარტის კაკაოს ფიუჩერსებზე ფასმა 2,8%-ით მოიმატა და ტონაზე 2,739 დოლარი შეადგინა - ეს კი მაქსიმალური მაჩვენებელია მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ.
ამასთან, გასულ კვირას კაკაოზე ფიუჩერსული კონტრაქტები 16%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ მაქსიმალური ზრდაა.