ჩინეთი ლუქს კლასის პროდუქციის გასაღების უდიდესი ბაზარი გახდება

ჩინეთი 2025 წლისთვის ლუქს კლასის პროდუქციის გასაღების უდიდესი ბაზარი გახდება მსოფლიოში, ჩინელ მყიდველებზე მოვა მსოფლიოში გაყიდვების თითქმის ნახევარი. ამის შესახებ აღნიშნულია კონსალტინგ კომპანია Bain & Company ანგარიშში.

როგორც ცნობილია, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც წელს ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. ამ ქვეყანაში წელს ლუქს კლასის პროდუქციის გაყიდვები 45%-ით არის გაზრდილი და მისმა მოცულობამ 44 მილიარდი ევრო შეადგინა. აღნიშნული კი გამოიწვია საერთაშორისო ტურიზმის შეზღუდვამ და მყიდველების ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირებამ - ნათქვამია ანგარიშში.

უცხოური კომპანიები სულ უფრო მეტ ძალისხმევას დებენ ჩინურ ბაზარზე აქტიურად წარმოჩენისთვის. ასე მაგალითად, შევიცარულმა Richemont-მა და ჩინურმა Alibaba-ამ 1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს სავაჭრო ონლაინ-პლატფორმაზე Farfetch, რომელიც მას 757 მილიონ კლიენტთან დააკავშირებს.

მიუხედავად ჩინეთის აქტიური ზრდისა, Bain-ის პროგნოზით 2020 წელს ლუქს კლასის საქონლის გაყიდვები შემცირდება 23%-ით და 217 მილიარდი ევრო იქნება, საოპერაციო მოგება კი შემცირდება 60%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2009 წლის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ გაყიდვები მეოთხე კვარტალში შემცირდება 10%-ით, თუმცა ეს ვარდნა შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფუფუნების საგნების ონლაინ გაყიდვები მიმდინარე წელს გაზრდილია. Bain-ის პროგნოზით ონლაინ-ვაჭრობა გახდება ძირითადი არხი ლუქს-კლასის პროდუქციით ვაჭრობაში უკვე 2025 წლისთვის.

კოკა კვირკველია