Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის შესახებ გახდა ინფორმაცია ცნობილი.
ესაა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის ერთობლივად შექმნილი ვაქცინა.
როგორც Bloomberg-ი წერს, კორონავირუსის წინააღმდეგ ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ ვირუსის პრევენციისთვის 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. გამოცემის თანახმად, ფარმაცევტულმა კომპანიამ ვაქცინის ეფექტიანობის შედეგების შესახებ პირველადი ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. მართალია, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების შედეგზე, თუმცა ოქსფორდის უნივერსტიტეტის ვაქცინა გაცილებით იაფია, მისი შენახვაც უფრო იოლია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივი იქნება. როგორც ცნობულია, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, Moderna-ს მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კი 94.5%-იანი.
კომპანია AstraZeneca არის ბრიტანულ-შვედური მრავალეროვნული ფარმაცევტული და ბიოფარმაცევტული კომპანია, რომლის სათავო ოფისი კემბრიჯში მდებარეობს.
AstraZeneca– ს აქვს პროდუქტების პორტფელი ძირითადი დაავადებების სფეროებში, მათ შორის კიბო, გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ინფექციების, ნეირომეცნიერების, რესპირატორული და ანთებითი პროცესები. AstraZeneca AB, კომპანიის შვედური მხარე, არის AstraZeneca PLC- ის შვილობილი კომპანია.
კომპანია 1999 წელს შვედური Astra AB და ბრიტანული Zeneca Group- ის შერწყმის შედეგად დაარსდა. თავად Astra AB კი შვედეთში 400 ექიმმა და ფარმაცევტმა 1913 წელს დააფუძნეს. Zeneca Group-ი 1993 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუნებული კომპანიაა.
ამ დროისთვის AstraZeneca-ს საბაზრო ღირებულება 145,14 მლრდ დოლარს შეადგენს. 2019 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 24,384 მლრდ დოლარი იყო. კომპანიაში 70 600 ადამიანი მუშაობს.
დღეის მდგომარეობით AstraZeneca მსოფლიოს უდიდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორისაა და ფლობს მრავალ კორპორატიულ შენაძენს. მათ შორისაა Cambridge Antibody Technology (შეიძინა 2006 წელს), MedImmune (2007 წელს), Spirogen (2013 წელს) და Definiens (MedImmune– ს მიერ 2014 წელს).