გაეროს გენმდივანმა G20-ს მოუწოდა ნუ დაანგრევენ პლანეტას ფულით

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების მხრიდან გადადგმული ანტიკრიზისულმა ნაბიჯებმა უნდა გაითვალისწინონ სათბური აირების გამონაბოლქვის შემცირება, თუ არადა მომავალ თაობას შერჩება დანგრეული პლანეტა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა „ოცეულის“ სამიტის დახურულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობდა. მისი გამოსვლის ტექსტი გაეროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება გარანტიის, რომ ტრილიონობით დოლარს, რომელსაც ვიღებთ პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად და რომელსაც ვუტოვებთ მომავალ თაობებს - არ გადაიქცეს მათთვის ვალების მთად დანგრეულ პლანეტაზე“, - განაცხადა მან.

მისი აზრით, აღდგენამ ხელი უნდა შეუწყოს „ბუნების და ადამიანების დაზავებას“. მან მოუწოდა ოცეულის ყველა წევრს შეუერთდნენ გლობალურ კოალიციას, რომელიც იქმნება ატმოსფეროში ნულოვანი სათბური აირების გაფრქვევისთვის და დაიწყონ მოქმედება უკვე ახლა, რათა შემქნან მკაფიო მიმართულება.

„აუცილებელია ფასის განსაზღვრა ნახშირორჯანგის ემისიებზე, შეწყდეს სუბსიდირება ტრადიციული ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე შეწყდეს ახალი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობა“ - აცხადებს გუტიერეში.

კოკა კვირკველია