თოჯინები, ვინტაჟური კომიქსები და მუმიფიცირებული მწერები -  ვარსკვლავების  უცნაური კოლექციები

მსოფლიოს ვარსკვლავთა ინტერესი მხოლოდ სუპერმობილები, ძვირადღირებული საათები და უნიკალური ავტომობილების კოლექცია არ არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც მილიონებს და მილიარდებს ფლობენ, სიხარულს ისეთი ნივთების შეგროვება ანიჭებთ, როგორიც არის თოჯინები, გადაყრილი ლითონის ნაკეთობები, სუპერმენის აქსესუარები და ა.შ.

წარმოგიდგენთ ყველასთვის ცნობილი “ვარსკვლავების“ უცნაურ კოლექციებს.

126809277-440988060231520-5410093191206465511-n-1606133526.jpg

ნიკოლას ქეიჯის ვინტაჟური კომიქსები

კომიქსების უზარმაზარი გულშემატკივარის, მსახიობ ნიკოლას ქეიჯის, ნამდვილი სახელი ნიკოლას კიმ კოპოლაა. ფსევდონიმი “ქეიჯი“ მან მარველის სუპერგმირისგან - ლუკ ქეიჯისგან აიღო. ქეიჯი “ძლიერ მამაკაცს“ ნიშნავს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კოლექციის შეგროვებას ქეიჯმა წლები მოანდომა, იშვიათი გამოცემების შეძენას დღემდე აგრძელებს.

მსოფლიოს ვარსკვლავმა კომიქსების კოლექცია 2002 წელს აუქციონზე 1,6 მილიონ დოლარად შეიძინა. იგი ყველაზე ძვირფას ეგზემპლარს - N1 “პიტნის ასლსაც“ ფლობს. აღნიშნული გამოცემა 2000 წელს მოიპარეს, მაგრამ 2011 წელს სან – ფერნანდოს სათავსოში ისევ იპოვეს. მხოლოდ ეს ერთი ეგზემპლარი 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქეიჯმა ტიმ ბარტონის გაუქმებულ Superman Lives- ში, გმირის როლის შესრულება ვერ შეძლო, თუმცა 2018 Teen Titans GO- ში პერსონაჟის გახმოვანება მოასწრო!

126615191-2780593392187590-3424059486802380632-n-1606133570.jpg

შაკილ ო ნილის სუპერმენის აქსესუარები

თავად სუპერ ძალების მქონე შაკილ ო ნილის მთავარი ცხოვრებისეული გატაცება სუპერმენია. 1997 წელს ვარსკვლავი სუპერგმირის როლის შემსრულებელს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც კომიქსების გმირის აქსესუარების კოლექციის შეგროვება დაიწყო.

ო ნილს მეტსახელად “სუპერმენს“ უწოდებენ, მას ასევე აქვს სუპერმენის ტატუ მარცხენა მკლავზე, სუპერმენის ჯიპი, საწოლი, ხალიჩა, ბრილიანტის ბეჭედი და ა.შ.

126814416-791333658086937-8170876268595491749-n-1606133615.jpg

ლეონარდო დიკაპრიოს საკულტო ფიგურები

როდესაც საქმე ეხება საკულტო ფილმებს, ლეონარდო დიკაპრიოს ვერავინ შეედრება. ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი კოლექციის ნაწილი 2006 წელს გასაყიდად გაიტანა. ლოტებში შეტანილი იყო ვარსკვლავური ომების 150 ფიგურა და 4500 დოლარიანი ვინილის ფირი, რომლის ფასიც დღეს 5,800 დოლარს შეადგენს.

გაყიდვამ საერთო ჯამში 110,000 დოლარი მოიზიდა. თანხა დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

126835117-1752245114937205-2048504348602270208-n-1606133648.jpg

დემი მურის თოჯინები

სახელგანთქმული კოლექციონერი დემი მური ათასობით ანტიკვარულ ფაიფურის თოჯინას ფლობს. კოლექცია იმდენად დიდია, რომ ჰოლივუდის მსახიობმა თოჯინებისთვის ცალკე სახლი შეიძინა.

მურის ყოფილი მეუღლე ეშტონ კატჩერი, რომელიც ახლა მილა კუნისზეა დაქორწინებული, იტერვიუებში აცხადებდა, რომ მისთვის თოჯინების სახლში ყოფნა მუდმივი დისკომფორტი იყო, რადგა თან სდევდა განცდა, რომ თოჯინები მუდმივად უყურებდნენ.

126839824-437241797282145-2473138214091897192-n-1606133681.jpg

სილვესტერ სტალონეს იშვიათი წიგნები

შესაძლოა, ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ სილვესტერ სტალონე იშვიათი წიგნების ერთ -ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს მსოფლიოში.

მაჩო ვარსკვლავის ბიბლიოთეკა მართლაც შთამბეჭდავია, წიგნებს შორის მოიძებნება ჩარლზ დიკენსის, ჯონათან სვიფტისა და ვოლტერის პირველი გამოცემები. 2017 წელს მან გასაყიდად გამოაქვეყნა თავისი წიგნების კოლექციის 1000 ტომი, რომელთა ფასმა მილიონს მიაღწია.

127046178-2803542013253509-156472659764706274-n-1606133710.jpg

კვენტინ ტარანტინოს სამაგიდო თამაშები

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ კინომოყვარულებს უამრავი კლასიკა შეუქმა, მათ შორის Pulp Fiction, Reservoir Dogs და Kill Bill. ჰოლივუდის ლეგენდის სიყვარული კინოსადმი ისეთივეა, როგორც მისი გამორჩეული ჰობი - კინო და მედიასთან დაკავშირებული სამაგიდო თამაშების შეგროვება.

1994 წელს ჟურნალ Rolling Stone- თან საუბრისას ტარანტინომ წარმოადგინა თავისი საყვარელი თამაშები, მათ შორის The Dukes of Hazzard და Dawn of the Dead.

126889027-456351912015419-1537673492923119797-n-1606133742.jpg

ბრედ პიტის მეტალის ძველი ნივთები

მეტალის ნივთების შეგროვება ბრედ პიტის მთავარი გატაცებაა. ჰოლივუდის მსახიობი, უჟანგავი ფოლადის Rolex საათების, ბევრი ქრომირებული მოტოციკლების და მეტალის ავეჯის ძვირფას კოლექციას ფლობს.

პიტი უბრალო კოლექციონერი არ არის. მას აქვს ლითონის ნაჭრებისგან ნივთების შექმნის ნიჭი. მან შექმნა მეტალის მძიმე ავეჯის კოლექცია დიზაინერ ფრანკ პოლაროსთან ერთად, პიტს ეკუთვნის ასევე მისი და ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ ენისტონის საქორწილო ბეჭდების დიზაინი.

126836753-728154911435945-292084808323783855-n-1606133776.jpg

კლაუდია შიფერის მწერები

მწერებით და ქვეწარმავლებით უამრავი ბავშვი ინტერესდება. ბევრი მათგანი სახლში მცირე ზომის კოლექციასაც ფლობს. მაგრამ, როგორც წესი, ინტერესი ასაკის მატებასთან ერთად იკლებს.

გერმანელი მოდელისა და მსახიობის კლაუდია შიფერის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი სიყვარული პაწაწინა არსებების მიმართ წლებთან ერთად უფრო გაიზარდა.

შიფერს ინგლისში, ქალაქ სუფოლკში მდებარე ვილაში მუმიფიცირებული მწერების გიგანტური კოლექცია აქვს. კედლებს ნამდვილი ხოჭოები და პეპლები ამშვენებს, იქვე იხილავთ მწერებისგან შთაგონებულ უცნაურ ნამუშევრებს. გავრცელებული ინფორმაციით, შიფერს თავის სახლში დაახლოებით 900 000 სახის მწერი აქვს გამოფენილი.

თეონა რამაზაშვილი