კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი ნავთობს აძვირებს

გავრეცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ვაქცინცია შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს, ბაზრები გამოაცოცხლა. გაიზარდა ოპტიმიზმი და რისკიან აქტივებზე მოთხოვნა, რასაც შედეგად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ ვაქცინის გამოყენების დაწყებასთან ერთად, თანდათან შემცირდება პანდემიასთან ჩაკეტვებით ბრძოლის საჭიროება. შესაბამისად, ეკონომიკები თანდათან სრული ძალით ამუშავდება, რასაც ნავთობის მოხმრების ზრდა მოჰყვება. სწორედ ამგვარი პერსპექტივა იწვევს ნვთობის ფასის ზრდას.

ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 63 ცენტით, 45.59 დოლარამდე გაიზარდა, აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი 49 ცენტით, 42.91 დოლარამდე მოიმატა.

ფინანსური სერვისების კომპანია Axi-ს გლობალური ბაზრების უფროსი სტრატეგი სტივენ აინსი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმისტური ინფორმაცია, ბაზრებზე დადებით მოლოდინს აძლიერებს. ამასთან მოსალოდნელია, რომ OPEC+ შეხვედრაზე, ნავთობის მიწოდების შეკვეცის ვადას 3-6 თვით გააგრძელებენ. ეს ყველაფერი კი ნავთობის ფასის ზრდას უზრუნველყოფს.

ბრიტანულმა ფარმაცევტურლმა კომპანია AstraZeneca-მ, ოქსფორდის უნვერსიტეტთან ერთად შეიმუშავა ვაქცინა, რომლის ეფექტურობაც 90 პროცენტს აღწევს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მას არ ესაჭიროება ძვირადღირებული სამაცივრე საცავი. მოსალოდნელია, რომ ამერიკაში ვაქცინაციას უახლოეს 3-4 კვირაში დაიწყებენ.

რაც შეეხება OPEC+ შეხვედრას, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყება და 2 დღეში დასრულდება, მასზე მთავარ საკითხად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეკვეცის ვადის გახანგრძლივება განიხილება. სავარაუდოდ, ეს ვადა 3-6 თვით გაიზრდება. ამასთან, შეკვეცის მოცულობა, დღეში 7.7 მილიონი ბარელიდან, 5.7 მილიონამდე შემცირდება.