„ისთ ფოინთი" - აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი

ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო გამოსავლის მოსაძებნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.