შვედი ინჟინერის და ფრანგი ვეტერინარის ახალი წარმატება - ყველაფერი AstraZeneca-ს შესახებ, რომელიც COVID19 -ის მესამე ვაქცინას გვთავაზობს

კომპანიების, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს შემდეგ, კოვიდ ვაქცინის წარმოებაში ახალი წარმატებით კიდევ ერთი კომპანია - AstraZeneca გამოჩნდა.

AstraZeneca არის ბრიტანულ-შვედური მრავალეროვნული ფარმაცევტული და ბიოფარმაცევტული კომპანია, რომლის სათავო ოფისი კემბრიჯში მდებარეობს.

მას აქვს პროდუქტების პორტფელი ძირითადი დაავადებების სფეროებში, მათ შორის კიბო, გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ინფექციების, ნეირომეცნიერების, რესპირატორული და ანთებითი პროცესები. AstraZeneca AB, კომპანიის შვედური მხარე, არის AstraZeneca PLC- ის შვილობილი კომპანია.

კომპანია 1999 წელს შვედური Astra AB და ბრიტანული Zeneca Group- ის შერწყმის შედეგად დაარსდა.

დღეის მდგომარეობით ის მსოფლიოს უდიდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორისაა და ფლობს მრავალ კორპორატიულ შენაძენს. მათ შორისაა Cambridge Antibody Technology (შეიძინა 2006 წელს), MedImmune (2007 წელს), Spirogen (2013 წელს) და Definiens (MedImmune– ს მიერ 2014 წელს).

2020 წლის აპრილში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა განაცხადა, რომ კომპანია GlaxoSmithKline- სა და კემბრიჯის უნივერსიტეტთან ახალი ლაბორატორიის შემუშავებაზე თანამშრომლობდა, რომელსაც შეუძლია დღეში 30,000 Covid-19 ტესტის ჩატარება.

2020 წლის ივნისში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIAID) დაადასტურა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca- ს მიერ შემუშავებული პოტენციური ვაქცინების ტესტირების მესამე ეტაპი დაიწყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მარგამ 2020 წლის 15 ოქტომბერს, 28 წლის ექიმი რიო დე ჟანეიროდან, დოქტორი ჟოაო პედრო რ. ფეიტოსა, რომელიც იყო მოხალისე AstraZeneca- ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული COVID-19 ვაქცინის კლინიკურ კვლევაში, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი COVID გახდა.

მას შემდეგ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და ტესტირებაც დროებით შეჩერდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასამართლოს კომპანიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, კვლევებიც გაგრძელდა და დღეს მსოფლიოს კიდევ ერთი “მხსნელი“ ჰყავს.

თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის მიერ, ერთობლივად შექმნილი ვაქცინა 70%-იანი ეფექტურობით გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები შეიცვალა და სფეროს სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ვაქცინა 90%-ზე მეტი ეფექტურობით ხასიათდება. გარდა ამისა, AstraZeneca-ს აღმოჩენა ხელიმსაწვდომი და ადვილად შესანახია.

AstraZeneca-ს თავმჯდომარის პოსტს შვედი ბიზნესმენი ლეიფ იოჰანსონი იკავებს.

ლეიფ იოჰანსონი 1997–2011 წლებში Volvo Group– ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2011 -დან 2017 წალმდე Ericsson– ის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამჟამად კი AstraZeneca plc– ის თავმჯდომარეა.

სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, სხვადასხვა წლებში იგი არაერთხელ დასახელებულა შევედეთისა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პიროვნებად.

იოჰანსონი 1951 წლის 30 აგვისტოს, შვედეთში, გოეთბურგში დაიბადა. მისი მამა ლენარტ “ერიკ“ იოჰანსონი, მრავალი წლის განმავლობაში (1971-1985) SKF ჯგუფის პრეზიდენტი იყო. “ერიკი“ ქვეყნის მმართველ სამრეწველო ოჯახში- ვალენბერგებში მუშაობდა. იმ დროს ვალენბერგების ოჯახი სკანდინავიაში “ლეგენდარულ“ ოჯახად ითვლებოდა, ისინი ფლობდნენ წილის უმეტესობას მრავალ კომპანიაში, როგორიცაა Electrolux და Scania და ა.შ.

დედა ინგერ ჰედბერგ იოჰანსონი სახლში შვილებს უვლიდა.

1960-იანი წლების ბოლოს იოჰანსონი აშშ-ში სწავლობდა. თინეიჯერობის წლები მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა. შვედეთში დაბრუნებამდე იოჰანსონმა აშშ-ში მრავალი ღირებული საქმიანი და პირადი კონტაქტი დაამყარა.

ლეიფ იოჰანსონმა მამამისის მსგავსად ინჟინერია შეისწავლა და 1977 წელს “ინჟინერიის მეციერებაში“ გოტენბურგის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1979 წელს, თინეიჯერი იოჰანსონი ძველი მოტოციკლებისა და ავტომობილების შეკეთება - აღდგენაზე მუშაობდა. მას თავად ჰყავდა ძველი “იაგუარი“, რომელიც სრულიად განაახლა.

1983 წელს იოჰანსონი სტოკჰოლმში წავიდა, სადაც მან Electrolux- ში ტექნიკის განყოფილების მთავარ მენეჯერად დაიწყო მუშაობა. 1988 წელს კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1991 წელს პრეზიდენტი. 1994 წელს, იოჰანსონი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გიგანტიდან წავიდა. 1997 წელს იოჰანსონი გოტებორგში Volvo– ს პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობას 2011 წლამდე იკავებდა.

ამჟამად იოჰანსონი AstraZeneca Pharmaceuticals LP საბჭოს თავმჯდომარე, შვედეთის მე -6 ყველაზე ძლიერი ადამიანი, ინდუსტრიის გავითარებისთვის ევროპის მრგვალი მაგიდის საპატიო წევრი და მსოფლიოს გამორჩეული ბიზესმენია.

69 წლის ბიზესმეს მეუღლესთან, ევა იოჰანსონთა ხუთი შვილი ჰყავს.

კომპანიის მეორე სახეა AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორი პასკალ სორიოტი. მნიშვნელოვანი წარმატებები სწორედ პასკალის სახელს უკავშირდება.

პასკალ კლოდ როლანდ სორიოტი 1959 წლის 23 მაისს, საფრანგეთში დაიბადა. როდესაც 20 წლის იყო, მას მამა გარდაეცვალა. პირად ცხოვრებაზე და ბავშვობაზე ინფორმაციას სორიოტი განსაკუთრებით მალავს. თუმცა, მოძიებული ინფორმაციით ცობილი ხდება, რომ ახალგაზრდა პასკალს მამის გარდაცვალების შემდეგ იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია.

მისი ერთ-ერთი დიდი ნუგეში ცხოველებისადმი სიყვარული იყო. პასკალმა სამხრეთ – აღმოსავლეთ პარიზში მდებარე უნივერსიტეტში ვეტერინარული მედიცინა შეისწავლა.

1986 წლის აპრილში პასკალი კომპანია Hoechst AG-ის დამფუძნებელს, რუსელ უკლაფს შეუერთდა. 1997 წალმდე Hoechst საფრანგეთში სიდიდით მეორე ფარმაცევტულ კომპანიად ითვლებოდა.

1996 წელს პასკალი Hoechst Marion Roussel– ის ავსტრალიის ფილიალის გენერალური მენეჯერი გახდა. 1997 წლის აპრილში კი ტოკიოში გადავიდა.

2000 წელს სორიოტი ამერიკულ კომპანია Aventis- ში გადავიდა, 2002 წელს Aventis USA- ს მთავარი მენეჯერი გახდა. 2006 წელს როშს შეუერთდა, 2009 წლის აპრილიდან 2010 წლამდე ის იყო როშის შვილობილი კომპანიის Genentech- ის აღმასრულებელი დირექტორი. იგი 2010 წელს კვლავ შეუერთდა Roche Pharma AG– ს, როგორც მთავარი ოპერატიული დირექტორი.

2012 წლის აგვისტოში, როდესაც პასკალი 53 წლის იყო, AstraZeneca-ს, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ფარმაცევტული კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

2018 წელს სორიოტი ერთგვარ სკანდალში გაეხვა, მსოფლიომ იგი ხმამაღალი განცხადებებით გაიცნო.

”სიმართლე ისაა, რომ მე ყველაზე დაბალი ანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი ვარ მთელ ინდუსტრიაში. ეს შემაშფოთებელია. მაგრამ დღის ბოლოს ის არის, რაც არის".“- აცხადებდა მედიკოსი.

61 წლის ვეტერინარი მის პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. მეუღლის, შვილების და ოჯახის შესახებ ცნობები ძნელად მოიპოვება. იგი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი. ასევე ჰყავს სამი ძმა, რომელთაგან ყველა ექიმია.

თეონა რამაზაშვილი