ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა - როგორ გამოიყურება Top-10

Tesla-ს თანადამფუძნებელმა ილონ მასკმა სიმდიდრით ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 49 წლის მეწარმის ქონება წელს 100.3 მილიარდი დოლარით, 128 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში“ რეკორდული ზრდაა. რაც შეეხება კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითსს, მისი ქონება ამ დროისთვის 127.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Bloomberg-ის რეიტინგში ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.

გთავაზობთ Bloomberg-ის უახლეს მონაცემებს:

  • ჯეფ ბეზოსი - 182 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკი - 128 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი - 127,7 მლრდ დოლარი
  • ბერნარ არნო - 105 მლრდ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი - 102 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი - 86,8 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი - 81,3 მლრდ დოლარი
  • სერგეი ბრინი - 78,7 მლრდ დოლარი
  • სტივ ბოლმერი - 76,1 მლრდ დოლარი
  • მუკეშ ამბანი - 74 მლრდ დოლარი