დიდი ბრიტანეთის მონარქმა ელიზაბეტ II-მ წარმოებაში ჩაუშვა მისი სახელობის ჯინი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
სასმელი სახელწოდებით Sandringham Celebration Gin დედოფლის მიწებზე ნორფოლკის ჩრდილოეთში იწარმოება. მას აქვს კენკროვნებისა და ციტრუსის ინტენსიური გემო, ასევე მირტისა და ხურმის არომატი, რომლებიც იზრდება ამ მიწების ტერიტორიაზე.
სასმისის ჩამოსხმა იგეგმება ბოთლებში 500 მლ ლიტრის ოდენობით და მისი ფასი 50 გირვანქა სტერლინგია. მისი შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. სასმისის წარმოება სამეფო ოჯახს საშუალებას მისცემს ამოავსოს ფინანსური დანაკლისი, რომელიც მიიღო რეზიდენციის მონახულების აკრძავლის გამო, რომელიც კორონავრუსის პანდემიის გამო დაწესდა.
გამოცემის ცნობით ჯინი - ელიზაბეთ II-ის საყვარელი სასმელია. ეს უკვე მესამე ალკოჰოლური ბრენდია, რომლის წარმოებასაც სამეფო ოჯახი იწყებს. ივლისში ბუკინჰემის სასახლემ წარმოადგინა ჯინის კოლექცია Royal Collection Trust, ხოლო ნოემბრის დასაწყისში პრინცმა ჩარლზმა წარმოადგინა ჯინი Highgrove.