ფინურმა კომპანიამ HMD Global, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი Nokia, სარეკლამო სააგენტოებს დაუგზავნა მიმართვა ახალი კრეატიული გლობალური ბრენდ-პლატფორმის შესაქმნელად. ცვლილებები არ შეეხება მედიაპარტნიორებს Mindshare და Essenc, წერს სააგენტო Campaign.
Nokia-ს ბოლო მედიაკამპანიაზე იმუშავა სააგენტომ Grey London. მას საფუძლად დაედო ჯეიმს ბონდის ფრანჩიზასთან თამაშრომლობა. რეკლამაში გადაიღეს მსახიობი ლაშანა ლინჩი, რომელიც ასრულებს საიდუმლო აგენტ ნომის როლს „ბონდიანას“ შესახებ გადაღებულ 25-ე ფილმში.
თუმცა, პანდემიის გამო გამქირავებლებს შეექმნათ სირთულეები: თავიდან პრემიერა გადაიტანეს ნოემბრამდე, რამაც Nokia-ს მარკეტოლოგები აიძულა რეკლამების სექტემებრში ჩაშვების გეგმისთვის გადაეხედათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფილმი ნოემებრშიც არ გამოვიდოდა ეკრანებზე. ამ დროისთვის კი გაცხადებულია, რომ ფილმი ეკრანებზე 2021 წლის გაზაფხულზე გამოვა.